“2013 წლის 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით,საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით იქნა დაბარებული. საქმე ეხება გ. მელაძის ქ. თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების მიზნით,
აიპ “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილიდიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებს,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
მელაძის პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა აწ უკვე უფლებამოსილება შეჩერებული ქალაქის მერი გიგი უგულავა და აღნიშნა, რომ მელაძის დაბარებაც პოლიტიკური ზეწოლის მორიგი გაგრძელებაა.
“გიორგი მელაძის დაკითხვა პროკურატურას ადრეც შეეძლო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვისი ჩვენებით ხდება ეს ვაგხანალია, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არიან სუბიექტები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობიდან” გადაიბარგეს “ოცნებაში”. ესენი არიან, ხაჩირაშვილი, რაფავა, ნინო თევდორაძე. ამ სამმა ადამიანმა დაწერილ ჩვენებებს მოაწერეს ხელი. მათი ჩვენებები დევს საქმეში და მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ის უზნეობა რაც ჩაიდინეს,” _ აცხადებს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე დალი მეტრეველის გადაწყვეტილებით, თბილისის მერს გიგი უგულავას 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, შემდეგ კი უფლებამოსილება შეუჩერდა. წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს ჩაინიშნა.