მუდმივი რიგებით და მოუწესრიგებელი გარემოთი უკმაყოფილო მომხმარებელი აქ არავის უკვირს. შენობის მეორე სართულზე ოპერატორები სხედან. სალარო პირველ სართულზეა, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის ადამიანებს. სართულიდან-სართულზე სიარული განსაკუთრებით პენსიონერებს უჭირთ. თუმცა, “ლიბერთი ბანკის” მენეჯმენტისთვის ეს გაჭირვება, როგორც ჩანს პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა არც ოთახში არსებული შეშის ღუმელია, რომლის გვერდზე ავლა (ფართის სივიწროვის გამო) “რიგ პროცედურებთან” არის დაკავშირებული. ამ “პროცედურების” დროს კი, არ არის გამორიცხული გადახლართულ სადენებზე ფეხი წამოიკრათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved