“ჩვენ პატივს ვცემთ ფოლკლორის ცენტრში მოღვაწე ყველა პროფესიონალს და ვაფასებთ მათ საქმიანობას. მაგრამ, ვთვლით რომ ზოგიერთი მათგანი მხრიდან არა მართებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისადმი, საზოგადოებისათვის პატივსაცემი მოღვაწეებისადმი გამოვლენილი უპატივცემლობა და უნდობლობა.
მივესალმებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ნდობას ვუცხადებთ ახლად შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს. ვფიქრობთ, უნდა დამთვრდეს წინა მთავრობის მავნებლური პოლიტიკით გამოწვეული დაყოფა და მოხდეს გამაერთიანებელი ნაბიჯების გადადგმა.”
მათივე განცხადებით: “ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის გიორგი უშიკიშვილის მმართველობა, ბოლო 9 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ფოლკლორის სფეროში იმ პერიოდის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების იარაღს. “
აქციაზე იმყოფებოდნენ “ქართული ხმები” “შავნაბდა” “ალილო” სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი” “რუსთავი” “ბასიანი” და “მართვე”-ს მომღერლები.