მისივე განმარტებით, როდესაც ხელისუფლება იწყებს “გაპრავებას”, რომ პრობლემა მხოლოდ ყაჩაღი პროკურორის შემოტენვაა, ეს ასე არ არის, ეს არის დანაშაული და პრემიერ-მინისტრიც ამ დანაშაულის მონაწილეა.
“თუ 25 წლის მუტრუკი ბავშვია, მაშინ 31 წლის პრემიერი ჭოჭინით ვატაროთ, თუ გადავაყენოთ? 25 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაული არ შეიძლება შერჩეს პროკურორს და არ შეიძლება ამ პროკურორმა ჩვენ გაგვასამართლოს”, _ განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე განცხადებით, მას სრულიად უკანონოდ შეუჩერეს უფლებამოსილება.
“რაც უფრო მეტად გავწელავთ ზამბარას, მით უფრო მეტად მოგხვდება ცხვირში. თუ დამნაშავე ვარ, გამასამართლოს სასამართლომ. პასუხისგებას არ გავექცევი. თუ დღეს არ გაჩერდება ეს ხელისუფლება და არ შეწყვეტს უკანონო ქმედებებს, შეიძლება ხვალ გვიან იყოს. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ დემოკრატიის ეროზიას და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს”, _ განაცხადა გიგი უგულავამ.