მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” ინიციატივით, ვაკის პარკში, ყოფილი რესტორან “ბუდაპეშტის” ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე კვირაა, რაც დაიწყო.
მოძრაობის აქტივისტები ვაკის პარკში მორიგეობას ინტენსიურად აგრძელებენ, რათა არ დაუშვან, სამუშაოების განახლება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის #68, სადაც კომპანია “ტიფლის დიველოპმენტი” სასტუმროს აშენებს, ვაკის პარკს არ ეკუთვნის და ის კერძო საკუთრებაა.