ალილოს დროს შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებსა და მიუსაფართა თავშესაფრებში დარიგდება. ალილოს თეატრალური სახე ექნება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც მხოლოდ ერთხელ დაირღვა – საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში ალილო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღადგინა და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება.