“ჩემო თანამემამულენო! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! შობა უდიდესი დღესასწაულია – მაცხოვრის შობამ დასაბამი მისცა ახალ ერას კაცობრიობის ისტორიაში.
სიყვარული, კაცთმოყვარეობა, სიკეთე, მიმტევებლობა, თავმდაბლობა, ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც გვიქადაგა მაცხოვარმა და რისკენაც ყოველთვის ისწრაფოდა ქართველი ერი. უფლის რწმენა აძლიერებდა ჩვენს ერს, ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებიც ხშირად რწმენისა და სამშობლოსათვის თავსაც სწირავდნენ. სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ. შობას გილოცავთ”, _ აღნიშნულია მილოცვაში.