“სამედიცინო მომსახურება 24/7 რეჟიმში მუშაობს. მომსახურება არ შემოიფარგლება, მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობის მართვით. იქ მყოფ ექიმებს და ექთანებს აქვთ კვალიფიკაცია გეგმიური პრობლემებიც მართონ. მაგალითად კანის დაავადებები.
რაც შეეხება დეზინფექცია-სტერილიზაციას, დაავადებათა კონტროლის შესაბამისი ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს მონიტორინგს. მიმდინარეობს გეგმიური დასუფთავება და დეზინფექცია, როგორც კარვების, ტერიტორიის და სველი წერტილების. თუ რაღაც განსაკუთრებული საჭიროება იქნება, ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი. რაზეც ვაკეთებთ მყისიერ რეაგირებას.
ასეთი ტიპის დასახლებებს ყოველთვის ახასიათებს მაცხოვრებლების მზარდი უკმაყოფილება. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა ისინი ჩვეულებრივი საზოგადოების წევრები არიან. თუმცა აქ მოქმედებს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური კანონები. კერძოდ მასლოუს იერარქიების წესი. პირველი დონის იერარქია – უსაფრთხოება როგორც კი შეავსეს, ავტომატურად აქტიურდება მეორე დონის იერარქია და ჩნდება ახალი მოთხოვნები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ.
იქ უკვე არიან რიგი ინდივიდები, რომლებსაც მე-3 მე-4 მე-5 დონის სურვილები გაუჩნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მართვას არ ვაპირებთ. მაგალითად, მიუტანეს ფეხსაცმელი. მაგრამ, ფეხსაცმელის მწარმოებელი “ფირმა” დაიწუნა.
ჩვენ ავარჩიეთ ფართი, სადაც ახლი “მიუსაფართა თავშესაფარი” იქნება. მოვამზადებთ ტექნიკურ კომუნიკაციებს. სველ წერტილებს. უფრო გამართულ სტრუქტურას გავაკეთებთ რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი გვაქვს: კახეთის გზატკეცილის მიდამოში, ან თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე. ავარჩევთ რომელი იქნება უკეთესი. ამასაც თავის სტანდარტები აქვს. თავშესაფარი საჯარო სკოლასთან 1 კილომეტრის ახლოს არ უნდა იყოს. ასევე 500 მეტრზე არ უნდა იყოს საწარმოო.
მოსკოვის გამზირზე თავშესაფრის გახსნა სწრაფი გადაწყვეტილება იყო. ახლა ვაპირებთ სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი გავაკეთოთ”. _ განაცხადა სერგეენკომ.