https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქმნის თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტი კორუფციული გარიგებების საფრთხეს?

4:01; 9.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 “გურია ნიუსის” მიერ გაგზავნილ კითხვას: _ მცირე და საშუალო პროექტებში შეფასებების დროს ხომ არ შეიქმნება სუბიექტივიზმის საფრთხე, რამაც შესაძლოა შექმნას კორუფციის გაჩენის საშიშროება? _ გარემოს დაცვის სამინისტრო  პასუხობს:

“იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დებულების შედეგად შედგენილ დოკუმენტაციას იხილავს და ეკოლოგიურ ექსპერტიზას უტარებს შესაბამისი კომისია, გადაწყვეტილების მიღება არ ხდება ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალისტის ან ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისად კორუფციის და დამატებითი კითხვების გაჩენის ალბათობას სამინისტრო არ განიხილავს.”

რას განიხილავს სამინისტრო და რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ ექსპერტები, რას გვპასუხობს ენერგეტიკის სამინისტრო და გახდება თუ არა მიღების შემთხვევაში აღნიშნული პროექტი შემაფერხებელი ფაქტორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას?

 “საფრთხის შემცველი” პროექტისთვის გამოყოფილი ორკვირიანი ვადა…

2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანების პროექტი “გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების სრულყოფისა და საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”. განაცხადში აღნიშნულია, რომ  დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით  წერილობითი შენიშვნები და წინადადებები  დაინტერესებულმა მხარეებმა სამინისტროს უნდა მიაწოდონ 2014 წლის 6 იანვრამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“  ამ საკითხთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვა ჩატარდეს სამთავრობო განხილვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც მიწვეულნი იქნებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

 მიმართვაში აღნიშნულია, რომ  განხილვა ქვეყანას ააცილებს   გაუაზრებელი ან შეგნებულად დაგეგმილი საეჭვო რეგულაციების მიღების საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა უკიდურესად  გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი.  ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას პროექტის მე-6 მუხლზე ამახვილებენ, სადაც ვკითხულობთ:

დადგენილების პროექტის მე-6 მუხლის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს:

მ) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას მათ შორის საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებლისა და მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასებას;

ნ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის საკომპენსაციოდ და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებისათვის განსაზღვრულ ადეკვატურ საკომპენსაციო თანხებს, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში;

ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნები მაღალი საფრთხის შემცველია, რომელსაც შეუძლია გააჩეროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალში დაგეგმილი ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი და ხელს შეუშლის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების მიღებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პასუხი ამ საფრთხეებზე,  რომელიც წერილობით მივიღეთ, ასეთია:

“ამ ცვლილებების მიზანი არის იმ შესაძლო ზიანის (რომელიც საქმიანობის განხორციელების შედეგად მიადგება გარემოს) შედარება მისაღებ სარგებელთან (ქვეყნისათვის, ინვესტორისათვის ადგილობრივი ბიუჯეტისათვის) რასაც გამოიწვევს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება. შესაბამისად, ცვლილების მიზანია გამოიკვეთოს რა დანაკარგების (გარემოსდაცვითი) ხარჯზე რა ეკონომიკური სარგებელი მიიღება.”

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით

“გურია ნიუსთან” აცხადებს: “სექტორული გზამკვლევების შემუშავების პროცესში არ ყოფილა ჩართული არც ერთი დარგობრივი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, შრომის. სოც. უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, დეველოპერი კომპანიები, როგორც დაინტერესებული მხარე და ასევე არც ერთი ცნობილი ქართული სპეციალიზირებული საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია და კარგად იცნობს როგორც განვითარებადი ქვეყნების რეალობას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას.

ასევე, უცნობია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პოზიცია აღნიშნულ დებულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განვითარების პერსპექტივები.”

ლევან კალანდაძის განცხადებით, ორკვირიანი ვადა ამ მნიშვნელობის პროექტის განხილვისა და შენიშვნების მომზადებისთვის ძალიან მცირეა.

აფბა _ “გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა კორუფციული გარიგებების საფრთხეს ქმნის”

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა  ასოციაცია” მიიჩნევს, რომ სამინისტრო ისეთი რეგულაციების დაწესებას აპირებს, რომელთა პრაქტიკაში ობიექტურად განხორციელება, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა კორუფციული გარიგებების საფრთხეს ქმნის

 “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულებაში ახალი ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო საშუალო და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ითხოვს წინასწარ იქნას წარმოდგენილი დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ეფექტის დეტალური მონეტარიზებული დოკუმენტაცია. ანუ, გარემოზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება იქნას ეროვნულ ვალუტაში გამოხატული. ეს მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ინფორმაციის მისაწოდებლად საჭირო მეთოდოლოგია სამინისტროს არ აქვს შემუშავებული. ზუსტი და ნათელი მეთოდოლოგიის გარეშე კი პროექტისთვის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ეფექტის ობიექტური მონეტარული შეფასება წარმოუდგენელია. შედეგად შეფასებები განხორციელდება არა რომელიმე კონკრეტული მეთოდოლოგიით არამედ, კონკრეტული შემფასებლების მიერ რაც რა თქმა უნდა გაზრდის სუბიექტივიზმს მათ საქმიანობაში. მსგავსი სისტემა კორუფციის გაჩენის დიდ საფთხესაც შეიცავს” _  აცხადებენ აფბაში.

 აფბა მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და რესურსების მართვის სამინისტროს, რომ არ მოხდეს ამ ცვლილებების ნაჩქარევად დამტკიცება. პირველ ეტაპზე აუცილებელია, ამ დოკუმენტის საზოგადოების დაინტერესებულ წრეებში განხილვა. ის 20 დღიანი პერიოდი რაც სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული შენიშვნების მისაღებად, მსგავსი ტიპის მნიშვნელობის მქონე ცვლილებებისთვის ძალიან მცირეა.

 გარემოს დაცვის სამინისტრო: “კორუფციის და დამატებითი კითხვების გაჩენის ალბათობას  არ განვიხილავთ”

 რატომ არ იყვნენ განხილვის პროცესში ჩართულები  დარგობრივი სამინისტროები. ამ კითხვით “გურია ნიუსმა” ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა. მათი პასუხიდან გაირკვა, სამინისტროში დოკუმენტი ოფიციალურად არ შესულა და ამის შესახებ მათთვის მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი.

 “თქვენი ელექტრონული წერილის პასუხად  გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნული დოკუმენტის პროექტი  ჯერ ოფიციალურად არ შემოსულა. თუმცა იგი ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა მედია საშუალებებით, ამასთან    მოწოდებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ამჟამად  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული პროექტის  შესწავლა-განხილვა და შესაბამისად ჩვენი პოზიცია საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტი სამთავრობო დაწესებულებებს შორის  კოორდინირებული განხილვისა და კონსესუსის საფუძველზე  მიიღებს ისეთ სახეს რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას” _ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს პასუხში.

 რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, მათ რამდენიმე კითხვით მივმართეთ, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 _ რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ზემოთ აღნიშნულ დებულებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადებისათვის საჭირო სექტორულ გზამკვლევებში მითითებული საქმიანობები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, და არა მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეროგატივას, ამ პროცესს უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოს მთავრობაში არსებული დარგობრივი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო კომისია. დებულების მიღებამდე სამუშაო პროცესში იყო თუ არა (და თუ იყო, რომელი) ჩართული რომელიმე დარგობრივი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის)?

_ “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულება“ მოქმედებს 1999 წლიდან, თუმცა აღნიშნულმა დებულებამ სხვადასხვა პერიოდში განიცადა ცვლილება, ვინაიდან მასში არაერთხელ იქნა შეტანილი შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. დღეს მოქმედი “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულება დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის #31 ბრძანებით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა აღნიშნულ რედაქციაშიც განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დებულებით ხელმძღვანელობენ საქმიანობის განმახორციელებელები, რომლებიც აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე ამზადებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია დებულებაში შესაბამისი კორექტირების შეტანამდე გაეხადა საჯარო ის პუნქტები რომლებშიც იგეგმება ცვლილებები. შესაბამისად სამინისტრო მზადაა მიიღოს ნებისმიერი სახის შენიშვნა და წინადადება წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

_ აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ თუ არა სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე დაინტერესებული მხარეები?

_ აღნიშნული პროექტები შემუშავდა სამინისტროს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ და მის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

_ აქვს თუ არა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემუშავებული  დეტალურ მეთოდოლოგია, რომელიც  ამ მუხლების მოთხოვნების შესრულებასა და სუბიექტივიზმის დიდ ალბათობას გამორიცხავს (როცა არ არსებობს ქვეყანაში დადგენილი, დამტკიცებული სათანადო “დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზის” მეთოდოლოგია).

_ აღნიშნული პუნქტები სწორედ იმიტომ გახდა საჯარო, რომ ყოფილიყო განხილვის საგანი. სამინისტროს მიზანია დაიხვეწოს და უფრო კონკრეტული გახდეს  დებულების ის მოთხოვნები რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების საფუძველია და გადაწყვეტილების მიღებისთვისაა აუცილებელი. რათა გამოირიცხოს ყოველგვარი უარყოფითი შედეგი პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში.

_ მცირე და საშუალო პროექტებში შეფასებების დროს ხომ არ შეიქმნება სუბიექტივიზმის საფრთხე, რამაც შესაძლოა შექმნას კორუფციის გაჩენის საშიშროება.?

 _ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დებულების შედეგად შედგენილ დოკუმენტაციას იხილავს და ეკოლოგიურ ექსპერტიზას უტარებს შესაბამისი კომისია, გადაწყვეტილების მიღება არ ხდება ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალისტის ან ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისად კორუფციის და დამატებითი კითხვების გაჩენის ალბათობას სამინისტრო არ განიხილავს…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

RMG გოლდმა საყდრისში კარიერი აამოქმედა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო