ამის შესახებ “გურია ნიუსს” უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ აცნობა.
მისი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მე-3 კორპუსის A,B,C ფლიგელებში 1000-მდე მეტი პატიმარი შიმშილობს.
“როგორც დაწესებულებიდან მაცნობეს, რამდენიმე საათის წინ მსჯავრდებულებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. მათი მოთხოვნები სტანდარტულად იგივეა, რაც წინა შემთხვევებში იყო – პირობების გაუმჯობესება, მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნა და ე.წ. უდო-ს კომისიის ქმედითი მუშაობა. ისინი ასევე ითხოვენ ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთან შეხვედრას,” _ ამბობს ტუსკაძე.
თუმცა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დასწესებულებებში ჯამში მხოლოდ 28 პატიმარი შიმშილობს.
“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში 1000-მდე პატიმარი შიმშილობს, სიმართლე არ არის. მსგავსი არაფერი ხდება. დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მხოლოდ 28 მოშიმშილე პატიმარია, რომელთა მოთხოვნაც საქმეების ინდივიდუალურად გადახედვაა. საერთო მოთხოვნები მოშიმშილე პატიმრებს არ აქვთ,” _ უთხრეს “გურია ნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურში.