პირველი ხელშეკრულება, ნომრით 34-211113-01 845 719 ლარზეა გაფორმებული და მის თანახმად შეძენილია 30 ცალი ახალი, სედანის ტიპის ავტომობილი: ტოიოტა ქემრი _ 1 ცალი, ერთეულის ფასი 60 621 ლარი; ტოიოტა კოროლა _ 24 ცალი, ერთეულის ფასი 26 102 ლარი; ტოიოტა კოროლა _ 5 ცალი, ერთეულის ფასი 31 730 ლარი.
იმავე დღეს დადებული მეორე ხელშეკრულება (#34-211113-02) 289 411 ლარზეა გაფორმებული. აღნიშნული თანხით 3 ცალი ახალი, ე. წ. ჯიპის ტიპის ავტომობილია შეძენილი _ ტოიოტა ლენდკრუიზერ 200 _ 1 ცალი, ერთეულის ფასი 116 900 ლარი; ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო _ 1 ცალი, ერთეულის ფასი 100 200 ლარი; ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო _ 1 ცალი, ერთეულის ფასი 72 311 ლარი. ერთ დღეს გაფორმებული ამ ხელშეკრულებების თანახმად, სედანის და ჯიპის ტიპის ავტომობილების შეძენაში, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ 1 135 130 ლარია დახარჯული.
ჩვენ შევეცადეთ, გაგვეგო თუ რისთვის დასჭირდა უწყებას ამ რაოდენობის და ამ ფასის ავტომობილების შეძენა, თუმცა, მათ ვერ დავუკავშირდით. კომენტარის მიღება ენერგეტიკის სამინისტროში შევძელით. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დარწმუნებულია, რომ ავტოპარკის გადახალისება GOGC-ის მოთხოვნილების შესაბამისად მოხდა.
_ ისეთი ტიპის კომპანია როგორიც GOGC-ია მუდმივად საჭიროებს გამართული ავტოპარკის ყოლას. ყოველდღიურად, კომპანიის თანამშრომლები ასეულობით კილომეტრს გადიან მიუვალ ადგილებში, იქ, სადაც ძირითადად მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის მოპოვება, გაზსადენების და ნავთობსადენების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ახალი და ტექნიკურად გამართული ავტომობილები უსაფრთხოების გარანტია, _ გვითხრა ელოშვილმა, რომელიც მედიასთან კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა.