ამიტომ, ერთი შეხედვით, ვაშლის მურაბის მომზადების წესის შემოთავაზება გასაკვირი არც უნდა იყოს. თუმცა, დემირა ვაშლის მურაბა, რომელიც ახლახან ერთი მეგობრის რჩევით გავაკეთე, განსხვავებულად გემრიელი და არომატულია სხვა წლებში გაკეთებულთან შედარებით. ეს ვაშლი ახლა მწიფს და დეკემბრის ბოლომდე შეგვიძლია მურაბის მომზადება.
მომზადების წესი: ერთ კილოგრამ დათლილ ვაშლს ერთი კილოგრამი და ასი გრამი შაქარი სჭირდება. მურაბისთვის განსაზღვრული ვაშლის რაოდენობის აღება თქვენზეა დამოკიდებული.
საშუალო სისქის ზომებად დაჭრილ ვაშლს დავაყაროთ შაქარი, მოვათავსოთ მომინანქრებულ ჭურჭელში და სამი დღის განმავლობაში დავდგათ. საკმაო წვენს გამოყოფს და ატივტივდება, თუმცა, მაინც უნდა დავამატოთ კილოგრამზე ერთ ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი. დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ და დრო და დრო მოვხადოთ ქაფი. დუღილის პროცესის დასრულება ჩვეულებრივად შევამოწმოთ წყლიან ჭიქაში სიროფის ჩაწვეთებით.
ასე მომზადებულ დემირა ვაშლის მურაბას ვერაფრით განასხვავებთ კომშის მურაბისგან, სიროფს აქვს თავისებური სიბლანტე და ვაშლის ნაჭრები ნახევრად გამშრალ ცუკატს მოგვაგონებს.