_ მისი აზრით, გუნდებმა იმავე შემადგენლობით უნდა დაასრულონ წელი, რა შემადგენლობითაც დაიწყეს. შეიძლება, ზოგი ეთანხმება კიდეც ამ აზრს, მაგრამ ზამთრის ტრანსფერები ჯერ არავის გაუუქმებია და გუნდებს გაძლიერებისთვის სამი დღეღა დარჩათ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” და მატას ამბავი უკვე ყველასთვის ცნობილია _ ამაზე ხმაურიანი და ძვირი ტრანსფერი ჯერ სხვა არ გახორციელებულა ამ თვეში; თუმცა, სხვა, უკვე გახორციელებული თუ მოსალოდნელი ტრანსფერების მიმოხილვაც საინტერესოა.
მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე ანტონიო ადანი, რომელიც წელს იტალიური “კალიარის” ღირსებას იცავდა, გავარდნის პირას მყოფ ესპანურ “ბეტისში” გადავიდა და ეცდება, გუნდს პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
დავიდ ნგოგი, რომელიც გულშემატკივარს “ლივერპულში” თამაშით ემახსოვრება, “ბოლტონიდან” “სუონსში” გადავიდა, ვლადიმერ ბისტროვი კი “ზენიტიდან” _ “ანჟიში”.
გაძლიერდა ლონდონური “ვესტ ჰემ იუნაიტედი” _ ჩაქუჩებმა “რომადან” მარკო ბორიელო და “მილანიდან” ანტონიო ნოჩერინო აიყვანეს ერთწლიანი იჯარით.
რუსულმა “რუბინმა” ივან მარჩანო დაიმატა, რომელიც იჯარის წესით ითამაშებს რუსეთში და ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება საბერძნეთში, “ოლიმპიაკოსში”.
ქართველი გულშემატკივარი დიდხანს ელოდა ინფორმაციას, თუ სად გააგრძელებდნენ კარიერას დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი. სამწუხაროდ, დავითის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვველია, თორნიკე კი ერთწლიანი იჯარის წესით ოდესის”ჩერნომორეცში”ითამაშებს. მოგეხსენებათ, ოდესელები ევროპის ლიგის 1/16 ფინალში არიან გასულები და ფრანგულ “ლიონს” დაუპირისპირდებიან.
ბოლო ცნობებით, დორტმუნდის “ბორუსიაში” ლევანდოვსკი შეიძლება “რეალ სოსიედადის” მექსიკელმა თავდამსხმელმა კარლოს ველამ შეცვალოს.
სამუშაო ადგილის შეცვლას უწინასწარმეტყველებენ მეორე მექსიკელსაც _ ხავიერ ჰერნანდესს (ჩიჩერიტო). მისი გადაბირება “ტოტენჰემსს” და “ინტერს” სურთ, ფალკაოს ტრავმის შემდეგ მათ რიცხვს “მონაკოც” დაემატა.
მოიესი მზად არის 7 მილიონი გადაიხადოს “პორტუს” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფერნანდინიოს სანაცვლოდ.
“შალკეს” პერსპექტიული ნახევარმცველის, დრახსლერის, ბედს “არსენალს” უკავშირებენ, კაბაიე კი თითქმის “პსჟ”-ს ფეხბურთელია.
1 თებერვალს ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება.