” 1 კვირის წინ ჩემმა მეუღლემ ჩაატარა სპეცოპერაცია და დააკავა ციხის ექიმი, რომელიც ნარკოტიკს და გამაყუჩებელ აბებს პატიმრებზე ჰყიდდა. უფროსმა კახა ბებიამ ზაზას უთხრა, ეხლა შენ სახლში წადი და ამ ფაქტზე რეაგირებას ჩვენ მოვახდენთო. რომ გვეგონა ამის გამო ჩემს მეუღლეს მადლობას ეტყოდნენ, დაიბარა წუხელ ბებიამ, რომელიც იყო მთვრალი და დაუწყო საქმის გარჩევა: ციხის თანამშრომელ ანა გაბიანს ხელი რატომ სთხოვეო. ჩემმა ქმარმა უთხრა, ცოლი მყავს, უამრავი პრობლემა მაქვს და სამსახურში ქალების შესარჩევად არ დავდივარო. ამის შემდეგ ზაზას აგინეს და ხელკეტებით დაუწყეს ცემა. როგორც მე ვიცი, იმ დღეს სამინისტროდან ვიღაც ჰყოლიათ სტუმრად, გაშალეს სუფრა და გამოთვრნენ როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ამ დაწესებულებაში. სხვათა შორის ბებია 2005 წელს სისტემიდან სწორედ ნარკობარიგობისთვის გაუშვეს და ეჭვი მაქვს, რომ იმ ექიმს სწორედ ეგ მფარველობს. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, წუხელვე დავრეკე გენ. ინსპექციაში, პროკურატურაში, შევხვდები ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას. ჩემი ქმარი მოსაკლავად გაიმეტეს ფაქტობრივად და არავის შევარჩენ . ამ ყველაფერს უყურებდნენ რეჟიმის და უსაფრთხოების უფროსები, რომლებიც მოწმეებად დაუდგებიან ჩემს ქმარს. ასევე ვაპირებთ კამერების ჩანაწერის ამოღებას”, _ ამბობს თათა ღვალაძე.
“გურია ნიუსი” სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა.
“ერთადერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო ამ ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში”, _ გვითრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თაია მახარაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved