https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სისტემამ უნდა შეძლოს ადეკვატურად უპასუხოს ციხეში ჯგუფურ თავდასხმებსა და მასობრივ არეულობებს”

11:01; 30.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

ბესელიას კომენტარის გაკეთება 27 იანვარს ვთხოვეთ, თუმცა მან სტრასბურგში ვიზიტის გამო კითხვებზე პასუხის გაცემა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

მიაჩნია თუ არა აუცილებელად მსგავსი საშუალებების გამოყენება, რატომ გახდა საჭირო  ცვლილების კოდექსში შეტანა და როდის შეიძლება მიიღოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები, ამ საკითხებზე “გურია ნიუსი” ეკა ბესელიას ესაუბრა.

 _ აუცილებელია თუ არა მსგავსი საშუალებების გამოყენება და რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების კოდექსში შეტანა?

_ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯერ კომიტეტს არ დაუწყია და ამდენად ვერ გეტყვით განხილვის დაწყებამდე დეტალურად რომელი ნორმა იქნება მხარდაჭერილი და სად შეიძლება განხორციელდეს ცვლილება, ზოგადი მიმოხილვისთვის კი შემიძლია გითხრათ შემდეგი, თომას ჰამერბერგი 2013 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ მიუთითებს: “როგორც წამების პრევენციის კომიტეტი აღნიშნავს, მიუღებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალის კონტროლის მოდუნება, რათა პატიმართა უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს.” სასჯელაღსრულების სისტემის საქმიანობის პრიორიტეტი დღეს არის წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მანკიერი და მახინჯი პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წლების განმავლობაში. ასევე, სისტემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა პატიმართა დაცვა ერთმანეთის მხრიდან ძალადობისგან. ციხეში  პატიმართა უფლებების  რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შიდა წესრიგის არსებობისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის პირობებში, რის გარეშეც ციხის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ამასთან,  პატიმრის მიერ დისციპლინის დაცვაზე კონტროლისა და კანონიერი რეაგირების გარეშე არ მიიღწევა მისი რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნები. სისტემამ უნდა შეძლოს ადეკვატურად უპასუხოს ჯგუფურ თავდასხმებსა და მასობრივ არეულობებს, ციხეში  ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამიტომ, ზოგადად, ციხის თანამშრომლები უნდა იყვნენ აღჭურვილი კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობებით ამ წესრიგის დასამყარებლად;  ამასთან, ეს საშუალებები და მათი გამოყენების წესი სრულად უნდა შეესაბამებოდეს მყარად დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდი ხანია მუშაობს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებსა და დამატებებზე. ამ პროცესში ჩვენი კომიტეტიც თანამშრომლობდა მათთან. პროცესში ჩართული  იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ზოგადად, ამ რეფორმის მიზანია არსებული პატიმრობის კოდექსის არსებითად დახვეწა და გაუმჯობესება  და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კითხვაში მითითებული საკითხების საკანონმდებლო დარეგულირებაც ამ კონტექსტში დადგა დღის წესრიგში.

_ არის თუ არა მსგავსი მეთოდების გამოყენება აპრობირებული ევროპის ქვეყნებში და რომელი ქვეყნები გამოიყენებენ მსგავს საშუალებებს?

_ ჩვენ, პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ  ევროპული სტანდარტებით, კერძოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულია რეკომენდაცია 2006(2) ევროპული ციხის წესების შესახებ. ამ რეკომენდაციის თანახმად, ,,ციხის თანამშრომლებმა არ უნდა გამოიყენოს ძალა პატიმრების წინააღმდეგ, გარდა თავდაცვისა, გაქცევის მცდელობისა და კანონიერი ბრძანებისადმი აქტიური თუ პასიური ფიზიკური წინააღმდეგობისა და ყოველთვის უნდა გამოიყენონ, როგორც უკანასკნელი რესურსი. გამოყენებული ძალა უნდა იყოს მინიმალური, მხოლოდ იმდენი, რისი საჭიროებაც არსებობს და უნდა იქნას გამოყენებული უმცირესი აუცილებელი დროით. სახელმწიფოებმა კანონმდებლობით დეტალურად უნდა განსაზღვრონ  ძალის გამოყენების პროცედურები: რა ტიპის უსაფრთხოების ზომების გამოყენება შეიძლება; გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს თითოეული ზომის  გამოყენება; თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ზომების გამოყენება; რომელი თანამდებობის პირის ნებართვაა საჭირო ამ ძალის გამოსაყენებლად; ანგარიშის წარდგენის წესი და პირობები ძალის გამოყენების ყოველი შემთხვევის შემდეგ. ამასთან, მითითებული ევროპული ციხის წესების მიხედვით, ხელბორკილები, შემზღუდველი პერანგები და სხვა ზომები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  ეს აუცილებელია, როგორც მათი გაქცევის პრევენციის ზომა  გადაყვანისას და ისინი უნდა მოახსნან შესაბამისი ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგენისას, თუ ეს ორგანო არ გადაწყვეტს სხვაგვარად. ამასთან, მითითებული  ზომების გამოყენება დასაშვებია  ციხის დირექტორის ბრძანებით, თუკი კონტროლის სხვა ზომები აღმოჩნდება უშედეგო პატიმრის დასაცავად თვითდაზიანებისაგან, სხვებისა და ქონების დაზიანებისაგან. ასეთ შემთხვევაში ციხის დირექტორმა უნდა შეატყობინოს სამედიცინო მუშაკს  და ანგარიში წარუდგინოს ზემდგომ ორგანოს. ამავე რეკომენდაციების მიხედვით, თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ პატიმრებს, სათანადოდ უნდა გაიწვრთნან ამ ტექნიკის გამოყენებაში. ეს მათ შეაძლებინებს მხოლოდ მინიმალური ძალის გამოყენებით  იმ პატიმართა წინააღმდეგობის დაძლევას, ვინც აგრესიულია. შესაბამისად, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ეხება ძალის გამოყენებას უნდა შეფასდეს ამ სტანდარტების ჭრილში და მათთან შესაბამისობის მიხედვით. აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანებებს შეიცავს და გამოსწორებას საჭიროებს. კითხვაში მითითებული საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ ახალი წარმოდგენილია პარლამენტისათვის. მან უნდა გაიაროს, პირველ რიგში, საკომიტეტო მოსმენები. ამიტომ, ამ სამუშაო პროცესში ცალ-ცალკე  გადაიხედება თითოეული ზომის კანონით გათვალისწინების საჭიროება და აუცილებლობა, იმის მიხედვით, რა არგუმენტაცია იქნება წარმოდგენილი იმის დასასაბუთებლად, რომ საჭიროა მათი გამოყენება. ამიტომ ეს სია,  შესაძლოა, დაზუსტდეს.  თუმცა,  კანონპროექტით ძალის გამოყენების წესები  შემუშავებულია ევროპული ციხის წესების შესაბამისად; კერძოდ, კანონპროექტში იმპლემენტირებულია ისეთი პრინციპები, როგორიცაა ძალის გამოყენების პროპორციულობა, ძალის გამოყენება, მხოლოდ როგორც უკიდურესი რესურსის, სხვა რესურსების არაეფექტურობის შემთხვევაში; ასევე, სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს. პასუხისმგებლობა ძალის გამოყენებაზე ეკისრება კონკრეტული სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს და სხვ. 

_ ვინ გააკონტროლებს, რა დონეზე გაკონტროლდება ამ საშუალებების გამოყენება და როგორ მოხდება პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზის კონტროლი?

_ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ უნდა შედგეს ოქმი. მისი გამოყენების საფუძვლების აღმოფხვრის შემდგომ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ანგარიში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზემდგომმა თანამდებობის პირმა უნდა მიიღოს ზომები ანგარიშის შესამოწმებლად და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოახდინოს კანონიერი რეაგირება. მოქმედი კანონის 96-ე მუხლის მიხედვით, საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ამასთან, საკანონმებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რაზეც გამახვილდება ყურადღება არის ციხეში ძალის გამოყენების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობა და გამჭვირვალობა.

_ არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ამ ცვლილების შეტანას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ დაეთანხმოს?

_ ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, არაკორექტულია განხილვამდე ვიწინასწარმეტყველო.

_ როდის დაიწყება საკითხის განხილვა პარლამენტში?

_ თებერვალში. კანონპროექტში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიცაა და ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმ საკითხების გაშუქება, მათ შორის ისიც, რომ ფართოვდება იმ პირების წრე, ვისაც შეეძლება  პატიმარი ნახოს, რაც რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და არსებობს ორკვირიანი ვადა საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" კოდუას დაკითხვას მოითხოვს

"აუცილებლად უნდა გაირკვეს როგორ მოხვდა აღნიშნული მასალა სოციალურ ქსელში"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

აშშ-მა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

0:05; 8.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო