პროექტის მიხედვით “ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი” უშუალოდ ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებს ფუნქციონირებას და იმ ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტით სარგებლობენ მათთვის საჭირო სერვისებს შესთავაზებს. პროექტის მიზანია შეიქმნას თავისუფალი სივრცე ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ.
“გურია ნიუსი” ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტს ნესტან კირთაძეს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო ნესტან, თქვენ უკვე წლებია აღნიშნულ საკითხზე მუშაობთ და ბევრი ახალი ინიციატივაც გაქვთ წამოყენებული. საინტერესოა რას ფიქრობთ “ქართულ-აფხაზურიმშვიდობისსახლის“ პროექტთან დაკავშირებით?
_ ძალიან კარგი და მისასალმებელი პროექტია. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანები მშვიდობის სახელით კონკრეტულ საქმიანობას განსაზღვრავენ და იმოქმედებენ ამ მიმართულებით. ეს საჭიროა ენგურის გამოღმაცდა ენგურის გაღმაც. რეზო ბენდელიანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, თავად აფხაზეთიდან არის და ზუსტად იცის რა სირთულეების და საჭიროებების წინაშე დგანან ქართველებიც, აფხაზებიც და მით უფრო შერეული ოჯახები. მივესალმები ყოველგვარ აქტიურობას მუდმივი მშვიდობის გზაზე.
პროექტი კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ავტორთა და ინიციატორთა თქმით, “ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი” სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება.