ბანკის განცხადებით, წელს იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ახალი ფილიალების გახსნასთან ერთად, 30-მდე არსებულ ფილიალს განაახლებს. ბანკი საკუთარი ქსელის მოდერნიზაციაში 2014 წელს 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. განახლება შეეხება ფაქტიურად ყველა იმ დარჩენილ ფილიალს როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, რომელიც სავალალო მდგომარეობაში დახვდა ბანკის მენეჯმენტს 2009 წლის სექტემბერში.
აღსანიშნავია, რომ ბანკში ახალი აქციონერების მოსვლის შემდგომ პერიოდში საქართველოს მასშტაბით 75 ფილიალის მოდერნიზება მოხდა, რაშიც 13.4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის თუ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ბანკის ქსელმა ბოლო 4 წლის განმავლობაში, იხილეთ ბმული (http://libertybank.ge/presentation/#/14-15/) სადაც მოცემულია აღნიშნული ფილიალების ვიზუალური მხარე.
(R)