ქვეყნის მაშტაბით სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 577-მა ადამიანმა. ამათგან 369 ჰოსპიტალიზირებულია.
არაოფიციალური ინფორმაციით კი, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაცილებით მეტია. გავრცელებული ინფორმაციით საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალი არ ჰყოფნით.
ქართველი ექიმი, ლადო გაბაშვილი კოლეგებს ფეისბუქით მოუწოდებს:
_ კოლეგებო, ექიმებო, მოგმართავთ ყველას ვისაც ლანცეტი ხელში გჭერიათ, ვისთვისაც გაჭირვებულის დახმარება სისხლში, ხორცში და ცხოვრების წესში გაქვთ! ჩვენი ძმების სისხლი იღვრება! ქუჩაში დაჭრილი კაცები, მოხუცები, ქალები და ბავშვები მოუვლელად რჩებიან! საავადმყოფოებში ფიზიკური ძალა აღარ ყოფნით! ერთ ექიმზე 30 -მდე დაზიანება მოდის! შემეხმიანეთ, მომწერეთ, შევადგინოთ სია, მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს გაგვიწიონ შუამდგომლობა, დაგვეხმარონ, რომ ჩვენ დავეხმაროთ ამ ამაყ ხალხს! ჩვენ გვინდა წავიდეთ მხოლოდ ჰუმანური მისიით, როგორც ექიმები! ეს იქნება ჩვენი, როგორც ექიმური, ადამიანური ვალი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მეგობრული, ჰუმანური, ევროპული ნაბიჯი! წინასწარ გიხდით მადლობას ყველას, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურება!_ წერს გაბაშვილი.