გამოქვეყნებული სტატიების გვერდები გაფორმებულია პუტინის კარიკატურებით და გამოხატავს მტრულ თავდასხმებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ . ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები მეტნაკლებად ფრთხილად იქცევიან საკუთარი მოსაზრების გამოთქმისას. თუმცა, მმართველი ოჯახის არაერთი წევრი გამოხატავს საკუთარ აზრს დამოუკიდებელ მედიაში, რომელიც ბევრით არ განსხვავდება აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების მოსაზრებებისგან.. სამომავლოდ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ყველაფერმა რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ძნელი მისახვედრი არ არის.
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრების განცხადებით, ყირიმში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა ოკუპაცია.
“მედია ფორუმზე“ გამოქვეყნებული წერილების თანახმად, პარლამენტში 4 მარტს გამართულ სხდომაზე, ილჰამ ალიევთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა ფარაჯ გულიევმა ყირიმში განხორციელებულ მოვლენებს ოკუპაცია უწოდა და შესთავაზა პარლამენტს უკრაინაში დელეგაცია გაეშვათ.
“ვერ ვიტყვით, რომ ეს მოვლენები ჩვენც არ გვიკავშირდება. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ დამკვირვებლების პოზიციას, მომავალში შესაძლოა, უკრაინაც დამკვირვებელი დარჩეს ყარაბახის საკითხზე.” _ განაცხადა მან.
პოლიტოლოგი ვაფა გულუზადე პორტალ Teleqraf.com – ისთვის მიცემულ ინტერვიუში დარწმუნებით აცხადებს, რომ “რუსეთი ფიასკოს განიცდის 10 დღის ვადაში და პუტინს დაამხობენ “. მისი თქმით, პუტინის ესმის ეს, მაგრამ იძულებულია ამაზე წავიდეს. აქედან გამომდინარე, ” პუტინის თამაში ლოგიკისგან შორსაა”
მეორეს მხრივ , პოლიტოლოგი აცხადებს, რომ: “გლობალური თვალსაზრისით, ეს მოვლენები გავლენას მოახდენს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის აზერბაიჯანზეც. დარწმუნებული იყავით, რომ დასავლეთთან დაპირისპირებით რუსეთი დაიშლება და შემდეგ ყარაბაღის საკითხიც მოგვარდება. და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. პირადად მე არ მჯერა რუსეთის გამარჯვების. მე უბრალოდ ვერ ვხედავ რუსეთის გამარჯვების შესაძლებლობას . ” გულუზადემ გამოცემა haqqin.az-თან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც ყირიმში მოხდა, პუტინის აღარავის სჯერა.