ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაიდო არჩევნები _ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გია ჩხაიძე არჩევნების წინა დღეებში ამბობდა, რომ არ ჰქონდა არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი და აღნიშნავდა, რომ, აქედან გამომდინარე, არჩევნები ჩაიშლებოდა.
24 მაისს, 4 საათიდან, ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ გია ჩხაიძის მხარდამჭერი მოსახლეობა შეიკრიბა. როგორც გაირკვა, რამდენი დელეგატს ხმის მიცემის უფლება, იურიდიულად მოუწესრიგებელი საბუთების გამო, არ ჰქონდა. ამან კანდიდატების მხარდამჭერებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია. დელეგატების გარდა, დარბაზში დროდადრო გია ჩხაიძის მომხრეები შემოდიოდნენ და გადაწყვეტილების მიღებაში ერეოდნენ. შექმნილ სიტუაციას ფანჯრიდან შენობის წინ თავმოყრილი ხალხიც ადევნებდა თვალს და დროდადრო რეპლიკებს ისროდა.
მხარეები დაპირისპირებამდე მივიდნენ და ლამის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შექმნილი ვითარების გამო. საქმე იქამდე მივიდა, რომ არჩევნების გადადების საკითხი დადგა. მოქმედი პრეზიდენტი კახა ებრალიძე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, თუმცა, საბოლოოდ, მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები გადადებულიყო.
არჩევნების პროცესზე დასასწრებად ლანჩხუთში ჩამოსულები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტი კესო ჩხიკვაძე, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, მურთაზ ხურცილავა; აქვე იყვნენ რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე და გია ჩხაიძის ადვოკატი.
ჩატარდება თუ არა არჩევნები?
დარბაზში მწვავე კამათია
პრეზიდენტობის კანდიდატები
რეპლიკები ფანჯრიდან