https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიოსანი მოთამაშეების ბაზარი _ საქართველო კონკურენციის პოლიტიკის მოლოდინში

17:05; 24.05.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მეტიც, სტატიების ტერმინოლოგია კიდევ უფრო “დაწურული” და დაკონკრეტებული იყო, ასე მაგალითად: პრეზიდენტის დედის (ან მამის) კომპანიები,  თავდაცვის მინისტრის საწვავის ბიზნესი, მმართველი პარტიის ტელევიზიები, ქალაქის მერის სამშენებლო-სატენდერო მონოპოლია და ასე შემდეგ…

არავისთვის იყო უცხო ის ამბავი, რომ სახელმწიფო პირდაპირ ანიჭებდა პრივილეგირებულ მდგომარეობას რიგ კომპანიებს _ მაგალითად: საქართველოს ლატარიის კომპანიას,  სადაზღვევო კომპანიებს, რომლებსაც რეგიონები ჰქონდათ  გადანაწილებული,  ელიტარულ დონეზე ხდებოდა სხვადასხვა კომპანიების არაფორმალური ლობირება ტენდერებში, სადაც  რამდენიმე დღის  დარეგისტრირებული კომპანიები იმარჯვებდნენ, საბაჟოზე პრივილეგიები არსებობდა ხორბლის, ასანთის, მარილის, ხორცის და სხვა რიგი პროდუქტების იმპორტიორი კომპანიებისთვის.  ადგილი ჰქონდა კარტელურ გარიგებებსაც – მაგალითად ნავთობპროდუქტების ბაზარი.  ახალ კომპანიებს კი ექმნებოდათ ხელოვნური ბარიერები.

წლების განმავლობაში, ასეთი  ბიზნესგარემო იყო საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობის პირობებში.  პირობების შექმნა და  ეფექტური კანონის მიღება, წესით,  იმ დროინდელი  უმრავლესობისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ… აქ უკვე რეალურ მიზეზამდე მივდიოდით _ სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა.

საინტერესოა, რომელი ქვეყნის მაგალითზე იხელმძღვანელა საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ, როდესაც გააუქმა  თითქმის ყველაფერი, რაც კი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ეხებოდა?

მსოფლიოში არის ისეთი ლიბერალური ქვეყნებიც, სადაც არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, მაგალითად სინგაპური, ახალი ზელანდია, მაგრამ იქ მაინც არსებობს კონკურენტული ბაზარი. მიზეზი მარტივია _ ხელისუფლება არ ლობირებს და არ ქმნის ხელოვნურ მონოპოლიებს.

ჩვენ   სხვა რეალობის წინაშე ვიდექით…

ანტიმონოპოლიური რეგულირების ისტორია საქართველოში…

ანტიმონოპოლიური სამსახური საქართველოში ჯერ კიდევ 1992 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებობდა. 1997 წელს დამოუკიდებელ ორგანოდ  ჩამოყალიბდა და “მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენციის შესახებ” კანონის აღსრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ,  2005 წელს ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა  და სანაცვლოდ მკვეთრად შეზღუდული ფუნქციების მქონე “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო” შეიქმნა, რომელიც 7 კაცისგან დაკომპლექტდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლების არგუმეტი იყო, რომ საქართველო პატარა ბაზარია და რეგულირება არ სჭირდებოდა.

ევროკომისიის ფაქტების დამდგენმა მისიამ 2008 წელს საქართველოში კონკურენტული გარემოს შეფასების შემდეგ განსაკუთრებულ აქცენტი ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე გააკეთა. რეკომენდაციის  შემდეგ, საქართველოს მთავრობამ  2010 წელს “კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია” შეიმუშავა.

2011 წლის დეკემბერში, “კონკურენციის და შესყიდვების სააგენტოები ერთ სამსახურად გაერთიანდა”.

“თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონი საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის მაისში დაამტკიცა, თუმცა ექსპერტებმა მასში მთელი რიგი ნაკლოვანებები აღმოაჩინეს.

ქვეყანაში მიმდინარე გარკვეული ცვლილებებიდან გამომდინარე, არსებობს იმის მოლოდინი, რომ   ეკონომიკა, ბიზნესგარემო და აქედან გამომდინარე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეიცვლება… ამ ყველაფრის გარანტად კი არსებული კანონის დახვეწა და მასში ცვლილებების განხორციელება  მოიაზრება…

სახელმწიფო ინსტიტუტები და ექსპერტები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სადარაჯოზე!

რამდენად ეფექტურია  ანტიმონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის კანონპროექტი   რომელმაც  ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა დაარეგულიროს საქართველოში?  როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და მის რეგულაციაში არაერთი ინსტიტუტია ჩართული.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუმჯობესება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2013  წლის პრიორიტეტებში წარადგინა.  მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო. პრიორიტეტების წარდგენისას, მან ახსენა ბაზრიდან განდევნილი საშუალო ბიზნესიც:

“ეს გახლავთ ირიბი გზით დახმარება იმ საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც განდევნილი იქნა სხვადასხვა ბიზნესიდან. დაგეგმილია კონკურენციის სააგენტოს შექმნა, რომელიც არსებული მონოპოლიების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს. შემდგომ ეს იქნება პრევენციული მუშაობა იმისთვის, რომ არ მოხდეს კარტელური შეთანხმებები”, – განმარტა კვირიკაშვილმა.

კანონპროექტს დადებითად აფასებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ამ თემაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): “კანონპროექტი,  რომელიც უნდა შევიდეს პარლამენტში, მოიცავს ყველა იმ მიმართულებას და საკითხს, რომელსაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს, მასზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობდა, კანონპროექტი არის პრობიზნესული და მათი უფლებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რაც მთავარია კანონპროექტის მიზანი არ არის კომპანიების დაშლა და ზედმეტი რეგულაციები”.

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური კი მიიჩნევს, რომ “ანტიმონოპოლიური სამსახური მუდმივად მაკონტროლებელი და მბრძანებელი ორგანო არ იქნება, ის უბრალოდ მონიტორინგს გაუწევს ბაზარს, რათა კომპანიებს შორის გარიგება არ მოხდეს”.

კანონპროექტში ბიზნესმენებისთვის საკუთარი უფლებების დაცვის საკმაოდ მყარი მექანიზმია ჩადებული: მართალია, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს უფლება ექნება წარდგენილი განცხადების ან საჩივრის საფუძველზე აწარმოოს საქმის მოკვლევა და მოითხოვოს კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების  უფლება მხოლოდ სასამართლოს თანხმობის საფუძველზე ექნება. ასევე, სასამართლოს უნდა მიმართოს სააგენტომ ეკონომიკური აგენტის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევით განხორციელებული ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენცია იქნება. “საერთო სასამართლოების შესახებ” სულ ახლახანს მიღებული კანონი კი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დიდ გარანტიას იძლევა.

ელგუჯა მექვაბიშვილი ( ი. ჯავახიშვილის სახელობის ეკონომიკისა და ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელი): “მიმაჩნია, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნა და  ამ საკითხის  აღდგენა აუცილებლად იქნება დადებითი ეკონომიკისთვის. მე მქონდა შესაძლებლობა და ადრეც დამიწერია ამის შესახებ, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც აქამდე არსებობდა  აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ცივილიზებული, საბაზრო ეკონომიკის სტანდარტებს.

ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა,  საჭიროა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს სამართლიან კონკურენციას. ეს კარგია მომხმარებლებისთვის, ასევე სტიმულია  წარმოებისა და ეკონომიკის გავითარებისთვის.  ვფიქრობ, რომ ეს ორი მიმართულება სწორი მოვლენაა, თუმცა უნდა მოჰყვეს  პრაქტიკული ღონისძიებებიც, რაც უკვე სახელმწიფო პოლიტიკის საქმეა…”

მთავარი “ბიზნესომბუდსმენი” _ სახელმწიფოს პოლიტიკური ნება!

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მთავარი პრინციპი, რომელსაც ერთხმად აღიარებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები, მდგომარეობს შემდეგში:  რაც არ უნდა კარგი კანონმდებლობა შევქმნათ, თუ არ იქნა  თავისუფალი ბაზრის არსებობის პოლიტიკური ნება, თუკი დაშვებული იქნა სახელმწიფოს მხრიდან პრეცენდენტები პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ფორმალური თუ არაფორმალური პრივილეგიების თუ ლობირების, პრობლემა ყოველთვის იარსებებს.

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ არ შეიცვლება არასდროს – ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესმენებს და არ გაბედოს ვინმე ჩინოვნიკმა, ჩაერიოს კერძო ბიზნესში და კერძო საკუთრებაში. ხელშეწყობაში კი ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის განვითარებას და კანონების დახვეწას, დამატებითი ბერკეტების გამოყენებას.. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება კარგად და კომფორტულად იგრძნონ თავი ბიზნესმენებმა.” _ ეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსთან” გააკეთა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი “მესიჯი” აღმოჩნდა ბიზნესმენებისთვის.

პრემიერ-მინისტრის ამგვარ დამოკიდებულებას  კონკურენციის  პოლიტიკის განხორციელების  მიზნითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გათვალისწინებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სტრუქტურის – კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. სააგენტოს თავმჯდომარეც პრემიერის წარდგინებით ინიშნება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ვაჭრობის საკითხებში პროექტის მენეჯერმა ვირჟინი კოსულიმ მრგვალ მაგიდასთან გამართულ კონფერენციაზე (რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა)  “გურია ნიუსთან” ასეთი კომენტარი გააკეთა:

“თავისუფალი ვაჭრობის არცერთი საკითხი არ გადაწყდება სასიკეთოდ, თუკი არ იქნება ჯანსაღი კონკურენცია, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზა უნდა არსებობდეს. სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის საქმიანობაში და დაარეგულიროს ურთიერთობები. ეს არის პროცესი, რომელსაც საქართველო ევროსაბჭოსთან ერთად გადის. კონკურენცია თვითმიზანი არ არის, ეს გახლავთ ბერკეტი, რომელიც არეგულირებს პატიოსან სავაჭრო ურთიერთობებს.”

რისკ-ფაქტორები _ დომინირებული მდგომარეობა თუ მისი ბოროტად გამოყენება?

ვინ არის მონოპოლისტი? არსებობენ თუ არა საქართველოში მონოპოლიები? ადგილი აქვს თუ არა კარტელურ გარიგებებს? – ეს კითხვები ბოლო წლებში არაერთხელ დაისვა.

კანონპროექტი არ კრძალავს ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობას, აკრძალულია მხოლოდ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. როგორ მოხდება ამ ყველაფრის გამიჯვნა და ხომ არ დაზარალდება ამით ბიზნესი?

ნონა გელაშვილი: ( GIZ – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია): “ზოგადად, ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კონკურენციის კანონის ძირითადი მიზანი და დაცვის ობიექტი სწორედ ბიზნესი და მისი ინტერესებია. მთავარია, რომ კანონი მოქმედებდეს ყველასთვის თანაბრად და კონკურენციის სააგენტო იყოს ობიექტური და ეფექტური ამ კანონის აღსრულებისას. ამ წინაპირობების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მივიღებთ კონკურენტუნარიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბაზარს, რომლითაც ასე ამაყობენ ევროპის ქვეყნები მათ შორის, რა თქმა უნდა, საპატიო ადგილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იკავებს”.

როგორც აღმოჩნდა, კარტელულ გარიგებებთან ბრძოლა ისეთი განვითარებული ქვეყნისთვისაც კი, როგორიც გერმანიაა, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

დოქტორი კატერინა პლატი (კარტერებთან ბრძოლის ფედერალური სამსახური. გერმანია) :

“რაც შეეხება კარტელს და მის პრევენციას, გერმანიაში ცოტა გვიან დავიწყეთ. 2009 წელს შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური კარტელული გარიგებების წინააღმდეგ. ასეთი საქმით პირდაპირ პროკურატურასაც შეუძლია დაკავდეს და მან დაიწყოს მოკვლევა.  სხვათაშორის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა, რის მაგალითადაც მინდა გითხრათ, რომ გერმანიის სამოქალაქო საზოგადოებამ სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით”.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი, იოსებ გალუმაშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში ათეულობით ბიზნეს-კომპანიასთან უხდებოდა ურთიერთობა, რისკ -ფაქტორებთან დაკავშირებით აცხადებს:

“უმთავრესი მაინც ქართულ რეალობაში არსებული ბიზნესის გადანაწილებისა და მაღალი თანამდებობის მქონე სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ბიზნესის არაფორმალური ლობირების არსებული პრაქტიკაა. ბიზნესის გადანაწილება, მათი პოზიციები ბაზარზე განისაზღვრებოდა ხელისუფლებასთან არსებული “კრიშების” კეთილგანწყობის მიხედვით. ხშირი იყო შემთხვევები, როცა მიზანმიმართულად, სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხდებოდა კონკრეტული ბიზნესების “ჩაძირვა“ და სასურველი კომპანიისთვის ე.წ. სამოქმედო არეალების მოსუფთავება.

ხელისუფლებების ცვლილებას, უმეტესწილად მოყვებოდა ახალი გადანაწილებები და სწორედ ამის გამოა, რომ რამდენიმე სფეროს გარდა (ძირითადად საბანკო–საფინანსო), ქვეყანაში არ არსებობს ხანგრძლივი ისტორიის კომპანიები.

კანონი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ხელისუფლებისთვის სადამსჯელო მექანიზმებისა და დამატებითი ბერკეტების შექმნის ფორმალური საბაბები არ იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დაზარალდება ბიზნესი. ბიზნესსა და ხელისუფლებას კანონის სახით მკვეთრად გამმიჯნავი მექანიზმი ჭირდება, რათა ორაზროვანმა ჩანაწერებმა არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას არ შეუწყოს ხელი“.

რაც შეეხება ხარვეზებს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ალბათ უფრო პრაქტიკიდან გამოჩნდება, რადგანაც ანტიმონოპოლიური ქმედებები ძალიან მრავალფეროვანია და კონკრეტულ საქმეზე და “ქეისებზეა” აწყობილი.

ახალი საკანონმდებლო რეგულირების მიხედვით, კომპანია მონოპოლისტად ჩაითვლება, თუ  მას შესაბამისი ბაზრის არანაკლებ 40% უკავია. ამასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტს, ირაკლი ლექვინაძეს, რომლის სადოქტორო თემა  გახლავთ “ბიზნესის ანტიმონოპოლიური რეგულირება განვითარებად ქვეყნებში”.

ირაკლი ლექვინაძე: “მე პირადად არ ვისურვებდი კანონმდებლობაში 40%–იანი წლის მქონე კომპანიის მონოპოლიად დასახელების შესაძლებლობას, რომელზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, არღვევს თუ არა ის მომხმარებლის უფლებებს და ზღუდავს თუ არა კონკურენციას. კომპანიას შეიძლება ჰქონდეს 20% და შეიძლება ზღუდავდეს კონკურენციას და მომხმარებლის არჩევანს, ან პირიქით, ჰქონდეს ბაზრის 80% მაგრამ არ იყენებდეს ამ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად”.

სხვათაშორის, მსოფლიო პრაქტიკაში მონოპოლიისა და კონკურენციის შეზღუდვის ასეთ შემთხვევასაც (ეს ერთ-ერთი ცნობილი “ქეისია”) ვხვდებით:

კომპანია “მაიქროსოფტი”, რომელიც საკუთარი ტექნოლოგიის ან ინოვაციური ქმედებების შედეგად აღწევს ბაზრის დიდ წილს, ხდება დომინანტი და შეუძლია საბაზრო ძალაუფლებით გავლენა მოახდინოს ფასებზე. ასეთი ტიპის მდგომარეობა დიდხანს ვერ გრძელდება, რადგან კონკურენტი მალე ჩნდება და ბაზარი დროის მცირე მონაკვეთში უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში კომპანიაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რომ აღკვეთილ იქნას კონკურენციის შეზღუდვის შემთხვევები. მსგავსი მდგომარეობის მიმართ ყველაზე ცნობილი ქმედება აშშ–ში განხორციელდა, როდესაც კომპანია რამდენიმე ნაწილად დაშალეს…

პ. ს. ვნახოთ,  როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში… ამ ეტაპზე საქართველო პატიოსანი მოთამაშეების ბაზრის ანუ კონკურენციის პოლიტიკის მოლოდინშია…

ყველაფრის უკან კი მაინც სახელმწიფო პოლიტიკა და მისი კეთილი ნება დგას…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ოლეგ პანფილოვი: "არ დავუშვებ მოძღვარმა საცეცხლურის მაგივრად "ტაბურეტკა" მიქნიოს"

არასამთავრობოების განცხადებით, პოლიციის სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო