ქართველი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა. ცნობილია, რომ ის და სხვა გადარჩენილი მთამსვლელები უსაფრთხო ბაზაზე არიან გადაყვანილები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანის თალიბთა მოძრაობამ და სუნიტურმა დაჯგუფება “ჯუნდულახმა”. თავდასხმიდან რამდენიმე წუთში, მოძრაობის სპიკერმა ჯერერობით დაუდგენელი ადგილიდან დარეკა და განაცხადა, რომ ეს იყო სამაგიეროს გადახდა ამერიკელებისათვის, რომლებმაც გასული თვის ბოლოს უპილოტო საფრენი აპარატიდან გახორციელებული დამომბვის დროს მოკლეს მოძრაობის რანგით მეორე მეთაური თაჰრეეკი.
“გვინდა მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ როგორია ჩვენი პასუხი ამერიკელების თავდასხმებზე,” _ უთხრა სპიკერმა ეჰსანულა ეჰსანმა ადგილობრივ მედიას.
“უკრაინის საერთშორისო ექსპედიცია ნანგა ფარბატი 2013” 6 ივნისს დაიწყო და Blue Sky Treks -ს მიერ იყო ორგანიზებული. კომპანიას 1998 წლიდან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოჰყავს მთამსვლელები და ალპინიზმის მექად წოდებულ ჰიმალაის მთებში აწყობს ექსპედიციებს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, გუშნდელი შემთხვევა პირველი თავდასხმა იყო უცხოელ ტურისტებზე.
აღსანიშნავია, რომ აქსპედიციის დეტალები თავდამსხმელებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რადგან რამდენიმე დღის წინ პაკისტანის ალპინისტთა კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.