“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, კანონში არის მითითებულია, რომ 20 მეტრის მოშორებით უნდა იყოს ასეთი გამოხატვის ფორმა, როგორიც არის ოზურგეთში.
_ ამ ჩამონათვალში გამგეობის შენობა არ არის შესული, თუმცა ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას შეუძლიათ მიიღო შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს თამაზ ტრაპაიძემ.
“გურია ნიუსის ინფორმაციით, ამ აქტის მიღებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკრებულოს მორიგ სხდომაზე აპირებს, რომელიც ივლისში უნდა ჩატარდეს.
_ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თუ ამის დადგენა იქნება საჭირო, შეიძლება საკრებულომ იმსჯელოს. – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ავთანდილ სურგულაძემ.