გასულ კვირას, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში
ჩატარდა ყოველწლიური შემოქმედებითი საღამო _ დაჯილდოება.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პრემიები და პრიზები გადასცეს სამრევლო სკოლის გულშემატკივრებმა. პოეტ ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია გადაეცათ მოსწავლეებს: მარიამ ხაბეიშვილს; ხათუნა თავაძეს; ნიკოლოზ ცინცაძეს; თამარ ლომთათიძეს; ჯონი კვაჭანტირაძეს; მარიამ ნინიძეს.
ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ნომინაციაში _ „სკოლის ღირსება“ დააჯილდოვა მეთორმეტე კლასის მოსწავლე ცოტნე მამალაძე.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეს, გიორგი ლომთათიძეს სოლიდური ფულადი პრემია გადასცა გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ.
სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: მამუკა კოტრიკაძე; ლიზი ჩხიკვაძე; საბა ჩიგოგიძე; გუგა ბენდელიანი; ელენე თედორაძე; ლოლა გოგოლაძე; გიორგი მგალობლიშვილი; ანა და გიორგი პაიჭაძეები; სერგი ხაბეიშვილი; მიხეილ გიორგაძე; ელისაბედ სიხარულიძე; მარიამ კალანდაძე; მარიამ ანთიძე; თათია წივილაშვილი.
პოეტ გენრი დოლიძის მიწვევით სამი წარმატებული მოსწავლე გაემგზავრება „ლიტერატურულ ქალაქში“.
ნომინაციაში _ „წლის საუკეთესო კათედრა“ გაიმარჯვა დაწყებითი კლასების კათედრამ (ხელმძღვანელი ირმა ჯინჭარაძე); წლის საუკეთესო მასწავლებელი თინა დევდარიანი გახდა;
საუკეთესო კლასის დამრიგებლის ტიტული ფატი ბერძენიშვილს ერგო.