ცესკომ უკვე გამოაქვეყნა განკარგულება 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შედეგად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის შესახებ.
როგორც განკარგულებიდან ხდება ცნობილი, ჩოხატაურში და ლანჩხუთში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს გაიმართება, ოზურგეთში კი – 2 აგვისტოს.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 151-ე მუხლის; „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 153-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომები მოწვეულ იქნეს 2014 წლის 14 ივლისს დანართი 1-ის შესაბამისად და 2014 წლის 2 აგვისტოს დანართი 2-ის შესაბამისად", _ წერია განკარგულებაში.