ბიზნესმენები მირიან ოქროშიაშვილი და გიორგი ორთანეზაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას მოითხოვენ.
ბიზნესმენების თქმით, მათ ოქრუაშვილის დავალებით, 2004 წელს, შპს "ფორტეს" კუთვნილი შენობა-ნაგებობები და 2 მილიონამდე თანხა წაართვეს.
"აღნიშნული თანხები გადაგვარიცხვინეს ოქრუაშვილის დავალებით სპეციალურ ანგარიშებზე. შეხვედრაზე მოსული იყვნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის, მოყვანილი ჰყავდათ ნოტარიუსიც და გორის გამგებლის იმჟამინდელი მოადგილე ნუკრი პაპუნაშვილი, მეტსახელად "პეპელა". სწორედ აღნიშნულ პიროვნებაზე გადაგვაფორმებინეს ზეწოლის შედეგად წისქვილკომბინატის მთელი ქონება.ბიზნესმენები მოითხოვენ დაუყოვნებლივ მიიღებულ იქნას ზომები და აწარმოონ გამძიება რათა აღდგეს სამართალი ამ ხელისუფლებისგან ჩვენ სწორედ’’ სამართლის აღდგენას ველოდებოდით", – განაცხადა მირიან ოქროშიაშვილმა.