დღეს, საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალეს.
როგორც ცნობილია ედუარდ შევარდნაძე ლანჩხუთის რაიონის, სოფელ მამათში დაიბადა. ჩვენც სწორედ მისი მოღვაწვეობის წლები ლანჩხუთელებს შევაფასებინეთ.
ზაურ სარჯველაძე: ედუარდ შევარდნაძე იყო გურული და კარგი პოლიტიკოსი. ძალიან საწყენია მისი გარდაცვალება.
ზური მჟავია: ღმერთმა აცხოვნოს ბატონი ედუარდი, მეტი რა უნდა გითხრათ. მე რომელი პოლიტიკოსი ვარ, მისი მოღვაწეობა შევაფასო. შევარდნაძე, რომ იყო პრეზიდენტი მაშინ მე არ ვცხოვრობდი საქართველოში, მერე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით და დავინახეთ.
კაკო ქვირია: შევარდნაძე იყო მამათელი კაცი. რასაც იტყოდა ყველაფერს აკეთებდა. კარგად მახსოვს რეიგანს როგორ აჩუქა ხანჯალი. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი იყო და ისიც გურიიდან.
ლამარა ღვინიანიძე: ახლა ვუყურებდი ტელევიზორს, დღეს დაუკრძალავთ. საქართველო დანგრევის პირას, რომ იყო მან გადაარჩინა.
ნუნუ ვადაჭკორია: ერთ რამ მინდა გითხრათ, შეშლით ყველა ადამიანს ეშლება და არავინ არ არის წმინდანი. მე პირადად ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ მოღვაწეობას დადებითად შევაფასებდი. ყველაზე მეტად მომწონდა, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
ჯუმბერ გვარჯალაძე: ედუარდ შევარდნაძე ძლიერი პიროვნება იყო, მსოფლიოს რანგის პოლიტიკოსი და კაი კაცი იყო. ჩემი შესაფასებელი ედუარდი არ არის.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.





































































