ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
შესვენების მიზეზი წესრიგის მე-6 საკითხი გახდა, სადაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ ლანჩხუთის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე წერია.
საკრებულოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი გოგუაძემ, დასვა შეკითხვა, თუ ვინ შეადგინა დღის წესრიგი და იყო თუ არა ცენტრალური ხელისუფლებიდან ვინმე ჩარეული, რადგან ახალი კანონმდებლობით, მოადგილის და მოადგილეების დანიშვნა შესაძლებელია.
სწორედ გიორგაძის ამ განცხადებას მოჰყვა დაპირისპირება. საკრებულოს დეპუტატის, "ქართული ოცნებიდან", რომა ბიწაძის თქმით, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უნდა გაკეთებულიყო ეს განცხადება და არა მერე, როცა დღის წესრიგის განხილვა დაიწყო.
გაურკვევლობისა და დაპირისპირების გამო, გადაწყდა, რომ დღის წესრიგის მე-6 საკითხისთვის თავიდან ეყარათ კენჭი, თუმცა ამჯერად საკრებულომ ვერ შეძლო ხმების დათვლა და სწორედ ამიტომ შესვენება გამოცხადდა.
ჯერჯერობით ცნობილი არაა, სხდომა როდის განახლდება. დეტალებს "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ



































































