თბილისის საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვიმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს პერსონალურ ავტომობილებზე უარის თქმა შესთავაზა.
"პერსონალურ ავტომობილებზე ვთქვათ უარი, ავტოპარკი დარჩეს საკრებულოს და მისმა წევრებმა საქმის მიხედვით გამოიყენონ ავტომობილები, რომ არ იყოს ისე, როგორც იყო წინა მოწვევის საკრებულოში.
მოდით, ახალი ქცევა და კულტურა შევთავაზოთ მოქალაქეებს. კოპენჰაგენის მერი დადის ველოსიპედით, მე ყველას ვთავაზობ უარი ვთქვათ პერსონალურ ავტომობილებზე", _ განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.



































































