ამ წუთებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ.
თავმჯდომარეობის კანდიდატად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გოგი ხელაძე დასახელდა.
რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ის დამოუკიდებელი დეპუტატი ემზარ თედორაძეა.
მისი კანდიდატურა, "პატრიოტთა ალიანსმა" და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა წარადგინეს.


































































