სარემონტო სამუშაოების გამო 15 ივლისს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონში, ქვესადგურ "ნავთლუღი-220"-ში საქართველოს სახელმწიფო ელექრტოსისტემის მიერ ტრანსფორმატორზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 14 – საათიდან 16 – საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის, ქაიროს, ბაბუციძის და მიმდებარე ქუჩების 11 861 აბონენტს.
ქვესადგურ "ორხევი"-ს პირველ სექციაზე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09 – საათიდან 18- საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის, მოსტკოვის, გუმათჰესის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩების 6 567 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, ქვესადგურ "დინამო"- ს პირველ სექციაზე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10- საათიდან 18 – საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, დოლიძის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კონსტიტუციის, ცაბაძის, აბასთუმნის, ბაქოს, ლებანიძის და მიმდებარე ქუჩების 3 286 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

































































