ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანში, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.
ლანჩხუთის სამაშველო სამსახურის უფროსის, კახა ჯინჭარაძის ინფორმაციით, ჯიპის ტიპის ავტომობილში 7 ადამიანი იჯდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.
"ერთი ქალბატონი და ბავშვები გადმოყვანილია ავერსის საავადმყოფიში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის თუ რა მოხდა", _ გვითხრა კახა ჯინჭარაძემ.

































































