ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი, ყოფილი პარლამენტარი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ მას კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
როგორც ნანეტაშვილმა "გურია ნიუსს" განუცხადა, ის დღეს, დღის ორ საათზე, ეროსი კიწმარიშვილს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
"მშვენიერ ხასიათზე იყო, სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ… საკაბელო ტელევიზიის და არასამთავრობო ორგანიზაცის დაფუძნებას აპირებდა. თვითმკვლელობის ვერსიის, ნამდვილად არ მჯერა", _ აცხადებს ნანეტაშვილი.





































































