ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავის მოკვლის მიზეზი არ ჰქონდა და თუ შს სამინისტრო ბოლომდე არ ვერსიაზე დარჩება, იგი მომხდარს ტერორისტულ აქტად ჩათვლის.
"გამოვრიცხავ, რომ ეროსი თავს მოიკლავდა. მე მასთან ბოლო პერიოდში მქონდა საუბარი და მას სერიოზული პოლიტიკური გეგმები ჰქონდა. დეპრესიაში ნამდვილად არ იყო.
მას არც ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა, არც რაიმე ვალდებულება. შეძლებული ადამიანი იყო ფინანსურად. მყარი მდგომარეობა ჰქონდა. ეს შემთხვევა ფინანსებთან ნამდვილად არაა დაკავშირებული, გამოვრციხავ", _ უთხრა "გურია ნიუსს" გელბახიანმა.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ეროსის პოლიტიკური გეგმები ყოფილიყო მისი მკვლელობის საფუძველი.
"გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ. ისაა სადარბაზოში მოკლული. გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ ეს იქნება მეორე სამარცხვინო ფაქტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები არაა დაცული და ღიად ხდება პოლიტიკური მოღვაწეების მკვლელობა.
ეს სახელმწიფოსთვის პრესტიჟული საქმეა. ცოტა უცნაურად მეჩვენება განცხადება, რომელიც შსს-მ გააკეთა. თუ არ გაირკვევა რა მოხდა და საბოლოოდაც ეს ვერსია დარჩება, ჩავთვლი, რომ ტერორისტული აქტია", _ უთხრა "გურია ნიუსს" ვალერი გელბახიანმა.






































































