ეროსი კიწმარიშვილის მეზობლებს იარაღის გასროლის ხმა არ გაუგიათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კიწმარიშვილის ცხედართან ცეცხლსასროლი იარაღია აღმოჩენილი.
შსს თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. თუმცა ამ ვერსიის არც კიწმარიშვილის მეგობრებს და არც ოჯახის წევრებს არ სჯერათ.






































































