შს სამინისტროს ვერსიას, რომლის თანახმადაც ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი თეა ადეიშვილი, ნაჩქარევს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეს იხსენებ.
"ეროსი კიწმარიშვილი და ჩემი მეუღლე მეგობრები არიან. ის იყო ჩვენი ოჯახის ახლობელი. ეროსი კიწმარიშვილმა ძალიან რთული გზა გაიარა, ბევრი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ თვითმკვლელობამდე არასდროს არ მისულა. მას ბოლო პერიოდში ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. მითუმეტეს თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, მედიაში დაბრუნებასაც კი აპირებდა.
ვწუხვარ, მაგრამ დღეს როდესაც გავიგე კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ და შსს-მ იმწამსვე გააკეთა განცხადება თვითმკვლელობის ვერსიაზე, გამახსენდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. 2004 წლის 3 თებერვალი, როცა ჟვანიას მკვლელობის შესახებ გააკეთეს განცხადება. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. თუ არ დადებენ უტყუარ მტკიცებულებებს რომ მან თავი მოიკლა… ეს არის მკვლელობა! ტიპიური რუსული მკვლელობა.
ასე უცებ როგორ გააკეთეს დასკვნა. ასე უცებ როგორ დაასკვნეს, რომ იარაღიანი კაცი იპოვეს და მან თავი მოიკლა?!
იარაღიანი კაციც შეიძლება იპოვო და ჩამომხრჩვალიც, მაგრამ მაშინვე დასკვნა არ უნდა გააკეთო, რომ ეს თვითმკვლელობა იყო", _ უთხრა "გურია ნიუსს" ადეიშვილმა.






































































