თბილისის მერიის განცხადებით, დღეიდან, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით იცვლება.
დედაქალაქში ამჟამად მოძრავი 481 ერთეული ავტობუსი 16 ივლისიდან 30 ავტობუსით შემცირდება და ქალაქის მასშტაბით 451 ერთეული იმოძრავებს.
მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება.

































































