"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, არჩევნების შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ საქართველოში დადგა "აზერბაიჯანული, ან ბელორუსული დემოკრატია", რაც აუცილებლად სავალალო შედეგით დასრულდება.
"ჩვენ მივიღეთ აზერბაიჯანული ან ბელორუსული დემოკრატია. მთელი ძალაუფლება "ქართული ოცნების" ხელშია, გადახედეთ არჩევნების შედეგებს ყველა თვითმმართველ ქალაქში, საკრებულოებში და თავად დარწმუნდებით ამაში. სამწუხაროა, რომ არაფერი პროგრესირებს.
ქვეყნის მართვის მიერ ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა მოქალაქეთა კავშირს, "ნაციონალურ მოძრაობას" და წარმოუდგენელია რა უხარიათ "ოცნების" წევრებს ან რატომ ავიწყდებათ ის დასასრული, რაც იმ პოლიტიკურმა ძალებმა განიცადეს. ასეთი დასასრული ექნება "ოცნების" ხელისუფლებასაც, ამ ყველაფერს აქვს ცუდი ბოლო".
კაციტაძე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "გული დაწყდა, რადგან ქვეყნიდან ძალიან ნიჭიერი კაცი წავიდა".
აქვე, მემარჯვენეების ლიდერმა ყველას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან ამ საქმის პოლიტიზირებას.

































































