დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის ექსპერტიზის პროცესშია ჩართული, აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში, მიბჯენით ნასროლი ჭრილობა აქვს და სროლა განხორციელებულია უმანძილო დისტანციიდან – მიბჯენით.
"ასახულია ლულის ანაბეჭდი – შტანც-მარკა. ეს კლასიკურად ასახული ლულის კვალია, რაც იშვიათია. ვისი ხელით იყო ნასროლი, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ, თუმცა მიბჯენით არის ნასროლი. დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც გასროლა განხორციელდა, მძლავრია და დაზიანებულია თავის ქალის ძვლები", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მაია ნიკოლაიშვილმა.
(ფოტოილუსტრაცია)




































































