"მიჭირხნული პრეზიდენტი", _ ასე აფასებს დღეს საპარლამენტო ოპოზიცია, პარლამენტში პრეზიდენტის არ მისვლის ფაქტს.
დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ღონისძიებაზე, პრეზიდენტის მოუწვევლობა იმით აიხსნება, რომ ხელისუფლების ე.წ. ერთსულოვნება, სრული ტყუილია.
"პრეზიდენტი დღეს მიჭირხნეს. ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არაფერია და ივანიშვილი ყველაფერია. ალბათ, ვერ გაბედეს ივანიშვილის მოწვევა," _ ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების რატიფიცირების ღონისძიებაზე წამყვან ფიგურას ქვეყნის პრემიერი წარმოადგენს.