მაშინ, როცა კაზანტიპი უკვე სერიოზულად ემზადება ფესტივალის გახსნისთვის და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მონაწილეების სიას და შემოსავლების წყაროს აქვეყნებს, თბილისში ამ ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით, აქცია დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე შედიან.
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 26 ივლისს სახელმწიფო კანცელარიასთან 19:30 წუთზე გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ შაბათის ლოცვის შემდეგ აქციას სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდება.
ცნობისთვის, კაზანტიპის ფეისბუქ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა "რესპუბლიკის" ძირითადი კანონი -იყავი ბედნიერი და ისიამოვნე.
სწორედ ეს კანონი აქვს აღებული ანაკლიაში 20-30 აგვისტოს მიმდინარე "რეალობის ალტერნატიულ რეალობას".