"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსი, გოგი ფაცურია, საფეხბურთო კლუბ "გურიას" დირექტორად ინიშნება.
თავად გოგი ფაცურია ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამ ინფორმაციას ადასტურებს.
_ ოფიციალურად არ ვარ დანიშნული, ამ საკითხზე მსჯელობენ.
_ ანუ თქვენი კანდიდატურა განიხილება?
_ დიახ.
_ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიწიათ რეკომენდაცია…
_ დიახ, ასეა.
გოგი ფაცურია ზაზა ურუშაძესთან დაახლოებული პირია და ის არჩევნებში მას ეხმარებოდა.
ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფაცურია ზაზა ურუშაძის მოადგილედ უნდა დანიშნულიყო.
"გურია ნიუსი" ფაცურიას დანიშვნასთან დაკავშირებით გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძესთან ეცადა დაკავშირებას, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთულია.