კაზანტიპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზების შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებით შეიძლება.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ასე შეძენილი ვიზები, გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ადგილზე.
"სწრაფი გადახდის აპარატით შეძენის შემთხვევაში 10 დღიანი ვიზა ღირს 300 ლარი, მაშინ როცა ადგილზე შეძენის დროს 450 ლარს იხდით", _ წერია საიტზე.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ანაკლიაში, 20 აგვისტოს იწყება. სამზადისი 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.
უკვე დადგმულია ფესტივალის მთავარი ატრიბუტი – ყვითელი ჩემოდანი და ძირითადი სცენის გვერდით „მეტეორი“.