ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მინდია ჟღერია ინიშნება.
პროფესიით ეკონომისტი ჟღერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ცხოვრობს და ბოლო რამდენიმე წელიწადში "საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალში მუშაობდა.
როგორც გამგეობაში გვითხრეს, ჟღერია ამ კვირაში შეუდგება მოვალეობის შესრულებას და ის კულტურულ სფეროს უხელმძღვანელებს.
ჩოხატაურის გამგებელს ერთი მოადგილე უკვე ჰყავს _ თამაზ ჯინჭარაძე სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ირაკლი კუჭავას პირველი მოადგილე იქნება.