"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აპარატის საშტატო ნუსხის შესახებ.
საკრებულოს აპარატში სულ 6 შტატია. აქედან 4 თანამშრომელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოლო მოწვევის საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ დღემდე, 1 _ გამგეობის, 1 კი სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომლად მუშაობდა.
საკრებულოს აპარატის უფროსად ზაზა შოშიტაიშვილი დაინიშნა. რომლის შესახებაც ვწერდით.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა ქილიფთარი იქნება. მთავარი სპეციალისტად საოქმო მომსახურების და საქმის წარმოების საკითხებში თამილა კიღურაძე დანიშნა, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი იყო.
კომპიუტერული უზრუნველყოფის, ვებ-გვერდის ადმინისტრირებისა და ინფორმაციის მართვის მთავარი სპეციალისტი, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი გია ბაბილოძე გახდა.
მთავარი სპეციალისტი იურიდიული მომსახურების საკითხებში, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ენრიკო ჯაფარიძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მდივან-რეფერენტი კი ანა მახარაძე გახდა.
"გურია ნიუსთან", აღნიშნულ პიროვნებებთან დაკავშირებული ინფორმაციები, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძემ დაადასტურა.