საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება პირადი ინტერესებისთვის არ დაუხარჯავს:
"ლაპარაკი იყო იმაზე პერუში რატომ წავიდაო. გგონიათ მე მეხალისებოდა პერუში წასვლა? პერუში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელმაც კონგრესში განაცხადა, რომ უნდა აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. პერუს მხრიდან აღიარება ჩვენზე იქნებოდა მძიმე დარტყმა. ჩავედი პერუში რამდენიმე გადაჯდომით.
შემდეგ დამპატიჟეს კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც იყვნენ პერუს დეპუტატები, ჟურნალისტები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. რატომ უნდა გვეთქვა უარი? ისიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოებმა, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები. და რომ არ გადაგვეცა და კიდევ 20 ქვეყანა დამატებოდა ამაში, რა იქნებოდა ვხვდებით. მე არ მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს თვითონ აქვს მოყოლილი, რომ 100 მილიონი შევთავაზეო და უარი მითხრა, ნახეთ როგორი კორუმპირებულიაო. მე არ ვარ კორუმპირებული. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობისას. მე არაფერი მომმატებია, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ", – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში საუბრისას.
სააკაშვილის განმარტებით ამ ბრალის წაყენება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ წინა ორი ბრალი, ყველამ არასერიოზულად აღიქვა და პოლიტიკურ დევნად შეაფასა:
"ამდენი წელი, როცა ივანიშვილი იძახდა, რომ 19 მილიარდი წაიღო სააკაშვილმაო. ივანიშვილი არა მარტო იძახდა, თავადვე დაიჯერა თავისი ჭორები. ამ 19 მილიარდის შემდეგ იმის თქმა, რომ 9 წელიწადში 8 მილიონი სააკაშვილმა წაიღო, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოა", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.