შსს-ს კახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი თამაზ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თამაზ ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას "ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, 161 საბრძოლო ვაზნა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.