https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ირაკლი ღარიბაშვილი: “უკან დაბრუნება გამორიცხულია”

10:09; 27.09.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ პრემიერის გამოსვლის ტექსტს:

"ჩემთვის საპატიოა ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა გაეროში.  უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო გახდა საქართველოს განუხრელი ტრანსფორმაციის მოწმე, რომლის მიზანიცაა თავისუფლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.

უფრო სრულყოფილი და ღია დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს და წავაწყდით გამოწვევებსაც. ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ, და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ. მართალია, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ მაინც ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და კიდევ ბევრი შრომა გველის წინ.

მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა ცივი ომის შემდგომ წლებში. მთელი ჩემი ცხოვრება მონაწილე ვარ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. ჩვენი უდიდესი წინსვლა არის დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ქართველი ხალხის ერთგულების შედეგი.

რადგანაც ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია ესოდენ რთული პროცესია, არაფერს არ აღვიქვამთ ისე, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტ კენედის თუ დავესესხებით, "ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ეს იოლია, არამედ იმიტომ, რომ რთულია“. 

რთულ პერიოდში ქართველი ხალხი ქუჩებში გამოდიოდა მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად და აფიქსირებდა თავის პოზიციას არჩევნებში, რათა უზრუნველეყო დემოკრატიული გზის უწყვეტობა. ნება მომეცით, აღტაცება გამოვხატო მათი ენერგიისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების გამო. 

მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან, და საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი გაეროს, საქართველოს მხარდაჭერისა და ქართველი ხალხის მიმართ გულისხმიერებისათვის. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით, საქართველოს მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს მომავალს.

საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა კვლავაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს საქართველოს წინსვლაში. მადლობა თქვენ ქართველი ხალხის სახელით.

საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა. საქართველოს მიერ განვლილი გზა მოწმობს გაეროსა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წარმატებულ საქმიანობას.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები: ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემით, რომელიც განუხრელად მიჰყვება კანონის უზენაესობის პრინციპს. 

საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩვენ დავამკვიდრეთ ურთიერთობის ისეთი ფორმა, როდესაც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა, ამასთან დახმარებას ვთავაზობთ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით, დღეს საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის წარმოადგენდა ოცი, ანდა თუნდაც ორი წლის წინ. 

ყველა სფეროში, ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, ეკონომიკითა და კანონის უზენაესობით დამთავრებული, სახეზეა უზარმაზარი წინსვლა.

დღეს ჩვენ ვართ ახალი დღის დადგომის მოწმე საქართველოში. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ჩვენი საგარეო პოლიტიკა უკეთ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ხოლო მზარდი ეკონომიკა საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ მუშაობს.

ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს დემოკრატიას და ვახორციელებთ მის კონსოლიდაციას.

ამ ორწლიან პერიოდში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენებია.

სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია. ქართველი ხალხი მოსთხოვს ხელისუფლებას ანგარიშს და თავის პოზიციას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთებთან. ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს და უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა. 

ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ვნერგავთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ძლიერ მექანიზმებს. ჩვენი ახალი კონსტიტუციით უზრუნველყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მმართველობის ყველა დონეზე გაზრდილი ანგარიშვალდებულება. 

დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებლის ფუნქციას ასრულებს. ხდება კანონპროექტების წარდგენა, განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. კომიტეტებში კი იმართება მოსმენები და მინისტრთა მწვავე კრიტიკა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პარლამენტი ნოტარიუსის როლს ასრულებდა. 

დღეს ჩვენ უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა დაცვას ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენთვის არანაკლებ საამაყოა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება, რომლითაც გაფართოვდა საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვა.

ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და დავაკანონეთ ბრალდებულთა უფრო ფართო უფლებები. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ციხეებში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღალა, ყველა ისარგებლებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით.

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყოთ მართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის. შეიძლება მე ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება.

ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მეშვეობით.

ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას, თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი. 

აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მმართველობის ყველა დონეზე დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. 

მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, – საერთო ღირებულებები. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება და ნატოს გაწევრიანებისაკენ ჩვენი განუხრელი წინსვლა არის ამ ურთიერთობების საფუძველი და გვთავაზობს უფრო ფართო ჩართულობის გეგმას.

როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა ამ ტრიბუნიდან, "არ არსებობს განვითარება უსაფრთხოების გარეშე და არ არსებობს უსაფრთხოება განვითარების გარეშე“.

ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება არის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო ნორმებისა და სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის გენერალური გეგმა. ჩემი ქვეყანა დაადგა ფართომასშტაბიანი რეფორმების საპასუხისმგებლო გზას. 

ჩვენ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს. 

მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავუზიარებთ გამოცდილებას სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც გადიან მსგავს ტრანზიციას.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკა სულ უფრო ღია და გლობალიზებული ხდება. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ვატარებთ რეფორმებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი ხალხის სრულ პოტენციალს. დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვით და დამთავრებული ინვესტიციებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში, საქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყანად, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ამ რეფორმების პარალელურად, ჩვენ მიზნად ვისახავთ გაეროს 2015 წლის შემდგომი პერიოდის განვითარების დღის წესრიგის შესრულებას. ჩვენ გავხდით ლიდერები მდგრადი განვითარების კუთხით, რამდენადაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით რიო+20-ის შედეგებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა დადგინდეს ინკლუზიური და ადამიანებზე ორიენტირებული 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგი.

ეს დღის წესრიგი დაეთმობა ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერის საჭიროებას. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დასაქმების თანასწორი უფლებების გაფართოება. 

ხვალინდელი დღე მომავალ თაობებს ეკუთვნის. ასე რომ, ჩვენი ბავშვების დაცვა და განვითარება მათი სრული პოტენციალის წარმოსაჩენად უნდა დაეფუძნოს უფრო მძლავრ ინვესტიციებს მათ განათლებაში.

ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხი. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.  მიუხედავად ამისა, საქართველო დღესაც იღებს ლტოლვილებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან. სამწუხაროა, მაგრამ ლტოლვილთა ახალი ტალღების კერები არ მცირდება, განსაკუთრებით უკრაინასა და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო.

ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რისთვისაც ვაწვდით ჰუმანიტარულ  და ტექნიკურ დახმარებას (მაგალითად, ვაგზავნით ექიმებსა და მედიკამენტებს), ვუცხადებთ მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას  და ვთავაზობთ  უსაფრთხო თავშესაფარს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რეფორმების გატარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში.

ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო ხანს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები საბოლოოდ წერტილს დაუსვამს სამხედრო მოქმედებებს და დაიწყება შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი.

ყოველ წელს საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ, რაც გამოიხატება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებით „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ე.წ.სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის დღის წესრიგში დატოვოს ეს ჰუმანიტარული საკითხი და კვლავაც მტკიცედ და დამაჯერებლად დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს.

ნება მომეცით, მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: „ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს“. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს. 

ამასთან, მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების – მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების – ხორცშესხმაში.

ჩვენი ისტორია და ღირებულებები ჩვენი სიძლიერეა, რომლებიც, ჩვენს სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უნიკალური რამ შევთავაზოთ მსოფლიოს და ვიყოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა. 

ჩვენს საზღვრებს გარეთ კი ჩვენი მიზანია შევიტანოთ წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, როგორც მიმწოდებელმა და არა მომხმარებელმა ქვეყანამ.

ჩემი ქვეყნის გადაწყვეტილება, იყოს მსოფლიო უსაფრთხოებაში „წვლილის შემტანი“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი მისწრაფებებიდან გამომდინარე, უკვე ნათელია. და ეს არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენი. ბოლო ორი წლის მიღწევების წყალობით, ჩემს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც განამტკიცებს ნატოში ჩვენს საბოლოოდ გაწევრიანების გზას.

ნატოს ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენი ხალხი კვლავაც ერთგულად ემსახურება ამ საბოლოო მიზანს. უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას და უზრუნველყოფს თანამშრომლობის ახალ, რეალურ და ხელშესახებ ინიციატივებს, რომლებიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და, ზოგადად, უსაფრთხოებას.

საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში ყველაზე დიდი წვლილის შემტანია. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მხარდაჭერის ძალების გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ მისიაში. ამ ოპერაციის დაწყებისთანავე ჩვენი ქვედანაყოფები, სამედიცინო და სამხედრო პერსონალისა და ინსტრუქტორების ჩათვლით, მზად იქნებიან ჩაერთონ მოქმედებაში. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ავღანეთში ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაში წვლილის შეტანას.

ჩვენ მხარში ვუდგავართ ჩვენს მოკავშირეებს ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის ყველა ფორმასთან ბრძოლაში, ყველგან, მთელ მსოფლიოში. 

 ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის ძალისხმევაში, რომლის მიზანიცაა მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება. ამ კონტექსტში, როგორც სიდიდით მეორე მონაწილე, ქართული ბატალიონი და ქვეითი ქვედანაყოფი უკვე ჩაერთო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაციაში. 

ჩვენი მზადყოფნა, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოკავშირეებს, არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო, როგორც გლობალური უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყნა, ასრულებს თავის როლს. ჩვენ ასევე ვიყენებთ რაციონალურ მიდგომას რეგიონში დაძაბულობის შესუსტებისა და კონფლიქტების პრევენციისათვის.

ნება მომეცით, ცალსახად განვაცხარო, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიძიოთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები.

ჩვენ, ქართველებს, გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რომელთა მისაღწევადაც ამდენი ვიბრძოლეთ.

ამ მიზნით, ჩვენ ვიყენებთ, ჩვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, ახლებურ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში. ჩვენს, როგორც პასუხისმგებელი, პრაგმატული და კონსტრუქციული მეზობლის, სტრატეგიას ორი მიმართულება აქვს.

ერთი მხრივ, ჩვენ წამოვიწყეთ უპირობო დიალოგი რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განახლების მიმართულებით. მეორე მხრივ, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასახული მიზნად 2008 წლის აგვისტოს ომის მშვიდობიანი მოგვარება და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.

ამ სტრატეგიის პირველმა მიმართულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა და დაგვეხმარა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირებაში. ვაჭრობა განახლდა და რუსეთში საქართველოს ექსპორტი 300 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ადამიანებს შორის ურთიერთობებიც მკვეთრად გააქტიურდა. ჩვენ, როგორც მეზობლები, უფრო მშვიდ გარემოში თანავარსებობთ. ამ მიდგომამ ასევე განამტკიცა სტაბილურობა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. 

ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას.

საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის დასაკავშირებლად, ასევე ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეში სავაჭრო, საკომუნიკაციო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის გასაფართოებლად.

აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ. აბრეშუმის გზა ფარავს ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობა შეადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს და რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს შეადგენს. სრულფასოვანი გამოყენების შემთხვევაში აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები.

სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება, ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან.

ენერგორესურსები არის აბრეშუმის გზის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. 

საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მთავარ მარშრუტს. შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დამატებითად უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ მე ვეწვიე აზერბაიჯანს, რათა საფუძველი ჩამეყარა ამ ახალი მილსადენის პირველი სეგმენტისთვის. ამ ექსპანსიის შედეგად, კონსორციუმი განახორციელებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციას საქართველოში. ამის შედეგად საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რაც მოხმარდება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

სუფთა, განახლებადი ენერგია შეიძლება იქცეს ენერგეტიკის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის მამოძრავებელ ძალად. საქართველოში ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მძლავრ ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ნახშირბადის ემისია ჩვენს ქვეყანაში და განვახორციელოთ განახლებადი ენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.

პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისთვისაც, თუმცა პოტენციალის რეალობად ქცევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი, როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის, სტრატეგიული მდებარეობა  და თავისი წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში.

ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსებას. ჩვენი ხედვით, ეს იქნება  ყველა იმ  სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით. ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას. ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე.

დაბოლოს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა რწმენა, რომ საუკეთესო წლები კიდევ წინ გველის, რომ ყველაზე ცუდი დრო ისტორიას ჩაბარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველთა ერთიანობა ემსახურება ქვეყნის წინსვლისა და ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლევამოსილი ქართული სახელმწიფოს რეალობად ქცევას.

ერთობლივი მუშაობის პირობებში არ არსებობს ის, რის მიღწევაც საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოს არ შეუძლია.

იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანს თბილისში შევხვდები "

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელმა კომპანიამ განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26.12.2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26.12.2025
ფინანსები

ტენდერი ბენეფიციარების კვებისთვის

11:40; 26.12.2025
ფინანსები

მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:38; 26.12.2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26.12.2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
სამართალი

საგამოძიებო სამსახური – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული

10:34; 26.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე და რომელ მონაკვეთებზე აიკრძალა თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა

10:26; 26.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის

10:24; 26.12.2025
ზაფრანი

დაიცავით თავი ავი თვალისგან

10:20; 26.12.2025
ზაფრანი

დედამთილების ჰოროსკოპი

10:18; 26.12.2025
ზაფრანი

რძლების ჰოროსკოპი

10:16; 26.12.2025
ზაფრანი

სიძე ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით   

10:15; 26.12.2025
პოლიტიკა

“მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” – კახა კალაძე

10:10; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო