საჭირო მასალა: მოხარშული ქორჭილას რბილობი _ 200 გრ; მოხარშული კარტოფილი _ 200 გრ; 2 ცალი კვერცხი, მანანის ბურღული _ 3 ს/კ; ფქვილი მოსაგუნდავებლად; კარაქი _ 20 გრ; ყველი _ 50 გრ; მწვანილი _ კამა, ოხრახუში, პილპილი; მარილი, სუნელი _ გემოვნებით; დანის წვერით _ სოდა; შესაწვავად ზეთი _ 100-200 გრამი.
მომზადება: თევზი გავატაროთ ხორცსაკეპში, შევურიოთ ცხელი კარტოფილი, კვერცხი, დარბილებული კარაქი, გახეხილი ყველი, მანანის ბურღული, სოდა, მარილი, სუნელი, მწვანილი. გავაჩეროთ 30 წუთი, დავუმატოთ ფქვილი და სველი ხელით გავაკეთოთ გუნდები. ჩავყაროთ ცხელ ცხიმში, შევწვათ ყველა მხრიდან საშუალო ალზე თავდახურული. გარნირად კარგია ახალი წიწაკის გარნირი.