ამ წუთებში "გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახი კახიშვილი ინიშნება.
წყაროს ინფორმაციით, კახიშვილს სამინისტროში ხვალ ელოდებიან.
"გურია ნიუსი“ შეეცადა კახი კახიშვილთან დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.
ცვლის თუ არა კახი კახიშვილი რამდენიმე თვის წინ დანიშნულ გიორგი მღებრიშვილს, ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არ ადასტურებენ.